Thursday, January 29, 2026
Thursday, January 15, 2026
Tuesday, January 13, 2026
Thursday, December 18, 2025
Friday, December 12, 2025
ხალხმრავალი უბნები თბილისში
“სამგორი” თბილისის ყველაზე ხალხმრავალი რაიონია 168 801 მკვიდრით. იგი თბილისს 1951 წელს შეუერთდა, როდესაც მდინარე ივრის წყალი, სამგორის არხით თბილისისკენ გამოუშვეს და ე.წ “თბილისის ზღვა” შეიქმნა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ლოჭინის ხევში ცხოვრობდა ცალხელა მოხუცი, რომელსაც ქალაქისათვის მტრის შემოსევის შეტყობინება ევალებოდა, რისთვისაც მაღალ სვეტზე ცეცხლს ანთებდა. ერთხელ მან სიკვდილისაგან იხსნა შვლის ნუკრი და თავის ქოხში წაიყვანა, სადაც თავის შვილებთან ერთად ზრდიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი საქმიანობა ვაჟებმა განაგრძეს. ერთ დღეს, როცა ამ ადგილებში მტერი გამოჩნდა, უფროო ძმა სვეტზე ავარდა ჩირაღდნით, მაგრამ მტრის ისარმა გულ-მკერდი გაუგმირა და ძირს ჩამოაგდო, ახლა მეორე ძმამ სცადა ცეცხლის ატანა, მაგრამ მტრის ისარმა ისიც უსულოდ დასცა მიწაზე. მანამდე ჭაბუკმა მოასწრო და ქალაქში შველი აფრინა წერილით კისერზე. ქალაქმა მტრის შემოსევა შეიტყო და ლაშქარი შეიკრიბა. შველი დაბრუნდა და თავისი ძმობილები რომ უსულოდ იხილა, თავი ქვას ახალა და თავადაც სული განუტევა. ბრძოლიდან დაბრუნებულმა ქართველებმა იპოვეს დახოცილები და სამივე ცალ-ცალკე დაასაფლავეს. შემდეგ მეომრებმა მათ საფლავებს სათითაოდ დააყარეს თითო მუჭა მიწა. მას მერე წესად შემოიღეს, ყოველი ბრძოლის შემდეგ აქ მოდიოდნენ და საფლავებს მუჭით მიწას აყრიდნენ. ასე წამოიზარდა იმ ადგილას სამი გორა, რის გამოც იმ ადგილს სამგორი ეწოდა.
Subscribe to:
Posts (Atom)

